მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება - სოსო თოფურიძე ენმ-ზე
საქართველო, თბილისი - 15:49 | 24.10.2022 ნანახია: 423
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.
ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის წინააღმდეგ. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროკურატურას, ვგულისხმობ იმ კითხვებსაც, რომელიც აქვს საზოგადოებას“.
ლევან ბეჟაშვილი: „სოსო თოფურიძე ათი წლის განმავლობაში არც საქართველოთი, არც პოლიტიკით, არც „ნაციონალური მოძრაობით“ დაინტერესებულა. თავის დროზე, მისი საქმიანობით საკმაოდ ბევრი ზიანი მიადგა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩვენ, დღევანდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ლიდერები ვიმკით იმ საქმიანობის შედეგებს“.
ბატონ ლევანს შევახსენებ ჩემს სამსახურებრივ გამოცდილებას: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. თანამდებობა: გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი; საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თანამდებობა: დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თანამდებობა: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭოს მდივანი, ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიული სამსახურის, განყოფილების უფროსი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი – ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი – დიმიტრი შაშკინი, თანამდებობა: შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი;
განუმარტეთ საზოგადოებას, რომელ სამინისტროში, რომელ მინისტრთან მიაყენა საკმაოდ დიდი ზიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემმა საქმიანობამ?!“ საზოგადოებას შევახსენებ, რომ „თავის დროზე“, როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე… გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ „არ ჰქონდა“, დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც ჩემი მინისტრები იყვნენ. ბატონ ლევანს რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა!
დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში. ამ დროს: მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად მომიწოდებენ საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს!
რას ემსახურება თქვენი, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი უპასუხისმგებლო განცხადებები?! დეპუტატის განცხადებას არა მარტო საზოგადოება აკვირდება გამადიდებელი შუშით, არამედ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. თქვენი განცხადებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ნუ გავიწყდებათ, რომ მტერი ყველას ერთი გვყავს და გონიერება გამოიჩინეთ, როცა საქვეყნოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებთ. ჩემი საქმიანობის გამო, საქართველოში კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის რუსული სპეცსამსახურები დამდევენ. ჩემ წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფებია შექმნილი და დღეს მე თუ ცოცხალი ვარ და არ ვარ ექსტრადირებული რუსეთში, ევროპული ქვეყნის დაცვის შედეგია.
ქალბატონო ანა, თქვენ, როდესაც საქვეყნოდ მადანაშაულებთ, უკმაყოფილო ბრძანდებით ჩემი საქმიანობით, საზოგადოებას გააცანით, პირადად თქვენი (არა, მიშა სააკაშვილთან ერთად) გაკეთებული სამი საქმე და თქვენს მერე მე გავაცნობ საზოგადოებას 100, 200 … კონკრეტულ, ჩემს საქმიანობას და ხალხმა განსაზღვროს, ქვეყნის აღმშენებლობაში ვის მეტი საქმე უკეთებია, მე თუ თქვენ!
თანამდებობებზე ყოფნის დროს, მე კანონი ადამიანის უფლებები არ დამირღვევია, პატიოსნად ვემსახურებოდი ჩემს ხალხს და ქვეყანას. ზოგიერთებისგან განსხვავებით, თანამდებობა ბოროტად არ გამომიყენებია პირადი გამდიდრებისა და ქონების დაგროვების მიზნით!
მე თქვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვერც სიტყვა-პასუხით მაჯობებთ და ვერც თქვენი „პოლიტიკით“. ვინმე თუ ფიქრობთ, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯებს ვდგამ, ძალიან ცდებით! ჩემი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, პოლიტპატიმრების თავისუფლება, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომ ხალხმა არჩევნებზე კონკურენტუნარიან პარტიებს შორის აირჩიოს საუკეთესო. ჩემი მიზანი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა!
დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა, პარტიას ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ. კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ. მე ხელთ მაქვს ისეთი სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები(!!!) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ, რომ სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურად შეიცვლება!
P.S. „გზა საქართველოს განვითარებისთვის არის რეფორმები, რეფორმები და რეფორმები, ყოველგვარი უკან დახევის გარეშე!” მიხეილ სააკაშვილი, გრანდიოზული რეფორმების გატარება, პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, მაფიის დამარცხება, ახალი, ძლიერი, სამართლებრივი ქვეყნის შენება, მტკიცედ, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა!
ეს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი ძირითადი საქმიანობა. ჩემი საქმიანობით, დღეს თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები იმკით იმ საქმიანობის შედეგებს, საზოგადოებას კითხვები ჩემთან კი არა, თქვენთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ექნებათ. თქვენი საქმიანობის შედეგს ხომ არ იმკის საპყრობილეში გამომწყვდეული პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ათი წელი თქვენზე იმედდაკარგული ქართველი ხალხი?! რა ხდება, სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს! ველოდები, თქვენს პასუხს. პატივისცემით, პოლიტდევნილი, პოლიციისა და სამხედრო პოლკოვნიკი იოსებ თოფურიძე“, – წერს სოსო თოფურიძე.
პოლიტიკა
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
- ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















