ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 24.10.2022
ნანახია: 391

ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერი სავარაუდოდ, რიში სუნაკი იქნება.

ჯონსონი ამბობს, რომ მოიპოვა 102 პარლამენტარის მხარდაჭერა, თუმცა ვერც სუნაკი და ვერც კიდევ ერთი პრეტენდენტი, პენი მორდონტი ვერ დაარწმუნა გაერთიანებაში "ეროვნული ინტერესის" სახელით.

ჯონსონის თქმით, მას კარგი შანსები ჰქონდა შიდაპარტიულ კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის. მაგრამ მისივე თქმით, პარტიაში მას ბევრი ოპონენტი ჰყავს, ფრაქციის რიგებში კი ერთიანობის გარეშე ქვეყნის ეფექტური მართვა შეუძლებელი იქნება.

პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას განაგრძობენ რიში სუნაკი, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე იკავებდა, მას მხარი 157-მა დეპუტატმა დაუჭიეა და პენი მორდონტი, რომელსაც სავარაუდოდ ხმები არ ეყოფა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე