მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 23.10.2022
ნანახია: 313

მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია. მათივე თქმით, მამაკაცს სასწრაფო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდული იყო და მალე აღდგა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე