პოლონეთში ავტოავარიას, სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 22.10.2022
ნანახია: 407

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომლითაც რვა ადამიანი მგზავრობდა, სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე