ნატო: მიგრანტების კრიზისი რუსეთისა და ასადის მიერაა შექმნილი

საქართველო, თბილისი - 10:15 | 02.03.2016
ნანახია: 1761

ნატოს შეიარაღებული  ძალების  შტაბის უმაღლესმა სარდალმა ევროპაში ფილიპ ბრიდლავმა რუსეთი და სირიის მთავრობა ევროპის საწინააღმდგოდ მიგრანტების კრიზისის მიზანმიმართულ შექმანში დაადანაშუალა.

ვაშინგტონში სენატში გამოსვლისას ბრიდლავმა განაცხადა, რომ რუსეთისა და სირიის ქმედებები ”ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ პრობლემებს მხოლოდ აღრმავებენ.

ბრიდლავის თქმით, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რუსეთს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ პრეზიდენტ ასადის პოზიციებს ამყარებდა.

როგორც გენერალმა აღნიშნა, ევროპაში ჩასულ მიგრანტებს შორის არიან ტერორისტებიც, რაც ტერორისტული თავდასხმების საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. მისივე თქმით, დღეს რუსეთი აშშ-თვისაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე