ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საქართველო, თბილისი - 18:07 | 01.03.2016 ნანახია: 1738
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის საქმინაობის ანგარიში წარუდგინა და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა თანხვედრაშია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიასთან. ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს დარგის მდგრად განვითარებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და სოფლის მეურნეობის სექტორში განხორცილებული ინვესტიციების მზარდი დინამიკის შესახებ. ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა ბაზრების დივესრიფიკაციის, საგარეო ვაჭრობის გააქტიურების და ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების მნიშვნელობა.
„სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო უნდა იქცეს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს. ამას ემატება საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული შეთანხმება. ყოველივე ეს, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ჰქონდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე. ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებების მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და სურსათის უვნებლობის მიმართულებებზე ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის ეროვნული სააგენტოს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების - „დანერგე მომავალი“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, „აგროდაზღვევა“ - მიმდინარეობასა და უკვე მიღებულ შედეგებზე. ანგარიშში ვრცლად იყო წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგებიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმების კონტექსტში, მინისტრმა სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საქსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა (თხილი, მარცვლეული კულტურები, თაფლი, ჩაი და ა.შ); სასურსათო უსაფრთხოების მიზნით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება; კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური განვითარება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დარგობრივი პროგრამების, მათ შორის ჩაის წარმოების, მეცხოველეობის, თხილის წარმოების, მეფუტკრეობის და აკვაკულტურის განვითარების პროგრამებს. ინსტიტუციური განვითარების კუთხით დაგეგმილია ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მნიშვნელობასა და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის შესახებ.
ანგარიშის წარდგენისას ოთარ დანელიამ სოფლად განვითარების პროგრამაზე და მთის კანონზეც ისაუბრა. „ჩვენი მიზანია სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. მთის კანონი მოსახლეობის ერთ-ერთი მოტივატორი იქნება და ხელს შეუწყობს ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ძლიერია სოფელი, თუ არის მეტი შემოსავალი, მოსახლეობას აქვს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია. აღნიშნულ ინიციატივას ვიზიარებთ ჩვენც და ევროკავშირიც“, -აღნიშნა მინისტრმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს კითხვებით მიმართეს. კითხვები შეეხებოდა ჩაის წარმოების განვითარების პროგრამის რენტაბელობას, მელიორაციაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, საკონსერვო და ეთერზეთების მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას და შპს „მექანიზატორის“ მომსახურების ტარიფებს. ოთარ დანელიამ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო დარგის განვითარება. ასევე აღინიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი შედეგები, დარგის განვითარებაში მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯებია.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















