„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში ავტოსკოლები ჩაერთნენ
საქართველო, თბილისი - 16:36 | 18.10.2022 ნანახია: 563
„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია, „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, ახალ სივრცეში გრძელდება. შემეცნებითი ვიდეორგოლებისა და ალტერნატიული საგზაო ნიშნების შემდეგ პარტნიორ ავტოსკოლებში სტანდარტულ საგამოცდო საკითხებს 3 სახალისო კითხვა დაემატა. კითხვები კამპანიის ფარგლებში დამზადებული საგზაო ნიშნების შინაარსს შეესაბამება. თბილისში ყველაზე დიდი ავტოსკოლების - ArtDrive-ისა და Emsi Drive-ის სასწავლო კურსებზე დამწყები მძღოლებისთვის იმის შეხსენება, რომ ქუჩაში ავტომობილიდან ნაგვის გადაგდება დაუშვებელია, სასწრაფოსთვის გზის დათმობა აუცილებელია და ხმოვანი სიგნალი არამიზნობრივად არ უნდა გამოვიყენოთ, ქმნის საფუძველს მომავალში ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებისათვის.
კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ ეს 3 დარღვევა ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ასევე კომუნიკაციის დაწყებამდე ჩატარებული კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს, როდესაც სასწრაფოს გზას არ უთმობენ, საცობში გაბმულად „ასიგნალებენ“ და მანქანიდან ნაგავს ყრიან. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს 3 ნიშანი.
საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად დაწყებული კამპანია საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად ავტოსკოლებისთვისაც.
დავით ოძელაშვილი, „ემ სი დრაივის“ დამფუძნებელი და დირექტორი: „კამპანიაში „ემ სი დრაივის“ ჩართულობა ხაზს უსვამს ჩვენს მხარდაჭერასა და სურვილს, წვლილი შევიტანოთ საგზაო მოძრაობის კულტურის განვითარებაში. ჩვენს ავტოსკოლაში დიდი მოწონება და ენთუზიაზმი დაიმსახურა ამ კამპანიამ, რადგანაც საგზაო უსაფრთხოება და მოწესრიგებული მოძრაობა ჩვენი უპირველესი მიზანია. გადავწყვიტეთ, პროექტს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგს“ ასეთი მნიშვნელოვანი კამპანიისთვის“.
Artdrive- ში ამბობენ, რომ მათი ავტოსკოლა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
გიორგი ბერიშვილი, “Artdrive“-ის დამფუძნებელი: „ნამდვილად ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი ამ კუთხით. ამიტომ ყველანაირად ჩართულები ვართ „თეგეტა ჰოლდინგის“ წამოწყებაში. როდესაც კომპანიას აქვს რესურსი, რეალურად მოახდინოს გავლენა საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაზე და ამას აკეთებს, მისასალმებელია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, წვლილი შევიტანოთ ამ პროექტში და მოსწავლეებამდე მივიტანოთ სასიკეთო და საჭირო ინფორმაცია“.
ბუნებრივია, საგზაო ნიშნების მსგავსად, არც ეს კითხვებია მართვის მოწმობის რეალურ საგამოცდო საკითხებში, თუმცა „თეგეტაში“ სურთ, რომ ამ გზით საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს მიაწვდინონ ხმა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ავტოსკოლებთან თანამშრომლობისგან სწორედ ამას ველოდებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს, გაიაზროს საკუთარი ქცევის მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე და ავტომობილთან შეხების პირველივე წერტილიდან ყველამ გააცნობიეროს, რა არის საგზაო მოძრაობის კულტურა“.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















