დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ვნახოთ - კობახიძე რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებაზე

საქართველო, თბილისი - 16:21 | 18.10.2022
ნანახია: 260

ქართული ოცნების თამჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ამიტომ ქართული მხარისგან ამ საკითხის ინიცირება სწორიარ იქნება.

მისი თქმით, დაელოდებიან საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას.

"ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ვნახოთ, იმის მერე შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯერჯერობით, ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე