განცხადებები, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი - გივი მიქანაძე
საქართველო, თბილისი - 13:06 | 18.10.2022 ნანახია: 469
განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, სრულიად საქართველომ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი არაერთ საქმეში.
„გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. ამ რეზოლუციაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით, ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც ფრჩხილებში მსჯავრდებული სააკაშვილი არის მოხსენიებული. 650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში. აღნიშნული შესწორება აბსურდულია იმიტომ, რომ როგორც სრულიად საქართველომ, ასევე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი არაერთ საქმეში. აღნიშნული, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებითაც იქნა აღიარებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული რაიმე სააკაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა თუ მის ე.წ. პოლიტპატიმრობაზე. უფრო მეტიც, 12 გამომსვლელიდან, ვინც ამ რეზოლუციაზე ისაუბრო, თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთმა ახსენა სააკაშვილი და ის ერთი ქალბატონი ხატია დეკანოიძე გახლდათ. ამ ყველაფრის მიღმა ამ დამატების აბსურდულობა იმითაც გამომდინარეობს, რომ დამატების შინაარსი კონტექსტუალურადაც კი არ არის ახლოს რეზოლუციის შინაარსსა და სულისკვეთებასთან. თუმცა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იყო სააკაშვილის ლობისტთა მცირე ჯგუფის ხრიკი, რომელმაც სამწუხაროდ ეს აბსურდული დამატება გააჩინა.
აქვე, რიგ ოპონენტებს რადიკალური ოპოზიციიდან შევახსენებ მათ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მივეცით – ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ყველა აქამდე ინიცირებულ რეზოლუციას ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროს ბოლო რეზოლუციასაც, მხარი დავუჭირეთ; რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე მკაფიოდ დავაფიქსირე მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ, მაგრამ იქვე აღვნიშნე, რომ რეზოლუციის ტექსტი საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს. ამით, ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან მიმართებით ყველასთვის გასაგებად დაფიქსირდა. ამის შემდეგ, გავაპროტესტე წარმოდგენილი აბსურდული ცვლილება, რაც კენჭისყრაზე დადგა. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება ტექსტში აისახა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რეზოლუციის საბოლოო ტექსტის კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება. ამიტომ, როგორც ეს აბსურდული დამატება, ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი.
და ბოლოს, ძვირფასო ოპონენტებო, ასე გახარებული და აჟიტირებული რომ ბრძანდებით უმნიშვნელოვანეს რეზოლუციაში მიღებული აბსურდული დამატებით, მსურს გითხრათ – 2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633 რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















