21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ძლიერი ქარი

საქართველო, თბილისი - 13:03 | 17.10.2022
ნანახია: 260

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე