ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭი "ნიუ ჰოსპიტალსიდან" გაწერეს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 16.10.2022
ნანახია: 260

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ბიჭი "ნიუ ჰოსპიტალსიდან" გაწერეს.

მანამდე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული მესამე ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე