ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ - ექიმი

საქართველო, თბილისი - 12:02 | 16.10.2022
ნანახია: 240

ლაზარეს მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ბინაზე გაწერას კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.

„უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ ბინაზე გაშვებას. სავარაუდოდ აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში დარჩენა საჭირო. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. დღეს ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ“,- განაცხადა ექიმმა.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე