„უმასპინძლე საქართველოში“–ახალი კომპონენტი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისთვის
საქართველო, თბილისი - 17:00 | 01.03.2016 ნანახია: 1895
„უმასპინძლე საქართველოში“–რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა.
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები, გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.
"დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. "უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას,“–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
“მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და წელს კომპანია "ვიზეარი" საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.
"ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტიურია და რომელი მიმართულებებიდანაც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის. ეს გახლავთ უნგრეთში - ბუდაპეშტი, პოლონეთში –კატოვიცე და ვარშავა, ლიტვაში – ვილნიუსი და კიდევ 7 ახალი მიმართულება დაემატება, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ტურისტებს, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურობა და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ევროპისკენ მიმართულებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუ ამას დავამატებთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იხსნება, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და დაიწყონ ახალი ბიზნესი ამ მიმართულებით, რომლის მომავალიც დაუკავშირდება ევროპას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ
ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
„ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში",- განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი კომპონენტის პრეზენტაცია სასტუმროების მსოფლიო ბრენდ „ინტერკონტინენტალის" მშენებარე ობიექტზე გაიმართა. მისი თქმით, „აჭარა ჯგუფის" მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ „აჭარა ჯგუფი“ კიდევ უფრო გააფართოებს საქმიანობის სპექტრს.
ახალი კომპონენტის–„უმასპინძლე საქართველოში“ დეტალური სქემა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება მეორე მიმართულებაა, რომელიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა, უკვე დამტკიცებულია კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვისთვის მინიმალურმა ზღვარმა 150 000 აშშ დოლარიდან 75 000 აშშ დოლარამდე დაიწია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 150–ზე მეტ საწარმოს, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 370 მილიონი ლარია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















