ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სავარაუდოდ მალე გაეწერება - ექიმი

საქართველო, თბილისი - 14:53 | 15.10.2022
ნანახია: 281

ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე პროგნოზით, მოზარდი მალე გაეწერება.

"ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ, სუნთქავს თავისით, დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტონგს ჯერ კვლავ საჭიროებს. აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ გრძელდება მონიტორინგი.

რისკები მაინც საჭიროებს ჯერ დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და, სავარაუდოდ, მალე გაეწერება. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს.

მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს". - ამბობს ექიმი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე