ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 14.10.2022
ნანახია: 378

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდს, ის ამ დრომდე კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში რჩება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება კიდევ ერთი დაშავებული 13 წლის ბიჭი. ის ცოტა ხნის წინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ექიმის თქმით, ბავშვი კონტაქტურია.

გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგო გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე