გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა - პატრიარქი დაღუპული მოზარდის მშობლებს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 14.10.2022
ნანახია: 271

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მოზარდის მშობლებს უსამძიმრებს. 

“დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.

ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე