ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს - აშშ-ის საელჩო

საქართველო, თბილისი - 12:19 | 14.10.2022
ნანახია: 287

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.

იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ“, – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე