თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელი - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 18:55 | 13.10.2022
ნანახია: 311

"ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ამილახვრის განცხადებას, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook-ის გვერდზე ეხმიანება.

"განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა.

უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები.

ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია.

თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელი", - წერს ჯაფარიძე.

ამილახვარმა ვაკის პარკში ჩავარდნილ მოზარდებზე, რომლებსაც დენმა დაარტყათ, თქვა რომ "არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსგტრუქცია მიმდინარეობს". ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ამილახვარმა კი თავისი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ანცხადების გაკეთების დროს არ იყო სრულად ინფორმირებული მომხდარის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე