შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:52 | 13.10.2022
ნანახია: 219

მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეუძლებელია, ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.

როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე