სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - "ნიუ ჰოსპიტალსი" ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე

საქართველო, თბილისი - 16:26 | 13.10.2022
ნანახია: 266

ბავშვთან ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით ერთ-ერთი არასრულწლოვნის, რომელიც "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

მისი თქმით, ბავშვს გონება დაბინდული აქვს.

"პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს ნიუ ჰოსოპიტალის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ. ამ ეტაპზე [სიცოცხლეს] საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ციბაძემ.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე