დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ღარიბაშვილი მოზარდის გარდაცვალებაზე

საქართველო, თბილისი - 15:36 | 13.10.2022
ნანახია: 331

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება."- განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე