ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 13.10.2022
ნანახია: 311

ვაკის პარკში დენმა დაარტყა 3 ბავშვს, რომელიც შადრევანში ჩავიდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს მოხდა - ბავშვები თამაშისას ახლადგახსნილი პარკის შადრევანში ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.  

თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მათგან ორი შოკურ მდგომარეობაშ იყო, ერთს კი გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე