საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 10:28 | 13.10.2022 ნანახია: 648
საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას აგრელებს. ბანკთან პარტნიორობით, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში, გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 30 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. ღონისძიება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა თუ სხვა სასმელებს გააერთიანებს, სადაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები იქნება წარმოდგენილი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition ოფიციალური პარტნიორია.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია. წელს ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და International Wine & Spirit Competition-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება,“ - აღნიშნეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას, რადგან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსულ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიასა და ქართულ კულტურულ ღირებულებებს. ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ქვეყანაში მსგავსი ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ერთერთი უცვლელი პრიორიტეტიც სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















