პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 22:02 | 10.10.2022
ნანახია: 287

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც მათ ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და მძიმე ვითარებას ეხმაურებიან.

აქციას ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი განმარტებით, უკრაინას საერთო მტრის დასამარცხებლად დღეს მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. ასევე სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვოვზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე