რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა – 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:11 | 10.10.2022
ნანახია: 323

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან საქართველოში უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართება. ორგანიზატორები უკრაინის მასშტაბით რუსეთის მიერ განახლებულ მასიურ თავდასხმებს აპროტესტებენ.

"ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს, 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები". – ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე