შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 10.10.2022
ნანახია: 485

შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე