ვიცი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობა, დაცული იყოს, არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:12 | 09.10.2022
ნანახია: 311

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში დაცულია.

როგორც ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა სათანადოდ არის დაცული.

„მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე