ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ეს ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს - ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე

საქართველო, თბილისი - 12:50 | 09.10.2022
ნანახია: 2539

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება 9 ოქტომბრის ღამეს, ზაპოროჟიეზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას.

მისი განცხადებით, ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება შეასრულა პასუხს აგებს:

„კვლავ ზაპოროჟიე. კვლავაც შეუბრალებელი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, საცხოვრებელ სახლებზე, შუაღამისას. უკვე ახლა ცნობილია, რომ დაღუპულია 12 ადამიანი. 49 დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი, მათგან ექვსი, ბავშვია. აბსოლუტური უზნეობა! აბსოლუტური ბოროტება! არაადამიანები და ტერორისტები. ყველას, ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც შეასრულა, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონისა და ადამიანების წინაშე“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინული მედის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე