ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათია - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:21 | 06.10.2022
ნანახია: 477

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

მისივე თქმით, ის არ სვამს წამლებს, ვერ იღებს საკვებს. აქვს ტემპერატურა და წნევა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, რა შედეგი გამოიტანა გუშინდელმა სასამართლო პროცესმა ვხედავთ ყველაფერს. ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათი არის. ახლა სათანადო კვლევები ჩაუტარდება, მედიკამენტებს არ სვამს, ვერ ჭამს, წამლებს არ იღებს იმიტომ რომ ამბობს, რომ შედეგი არ აქვს ამ წამლებს" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე