ყველა პარამეტრი არის ძალიან მძიმე - დეკანოიძე სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:18 | 06.10.2022
ნანახია: 264

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ითხოვს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ბიუროკრატიული წესების გარეშე მიეცეს უცხოელლ ექსპერტს, ნობელიანტ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული და მისი მდგომარეობა იმსახურებს სასწრაფოდ აუცილებელ და გადაუდებელ არამხოლოდ შეფასებას, არამედ ჩარევას. ვესაუბრე თემურ ჯანაშიას, ასევე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში და მინდა მოგახსენოთ, რომ რეალურად, მისი ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის, არის ძალიან მძიმე და ეს უპირველეს ყოფილსა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა," - ამბობს ხატია დეკანოიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე