ტაილანდში ყოფილმა პოლიციელმა 32 ადამიანი მოკლა, მათ შორის 24 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 13:26 | 06.10.2022
ნანახია: 218

ტაილანდში ყოფილმა პოლიციელმა, ბავშვთა განვითარების ცენტრში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სულ მცირე 24 ბავშვი და რვა მოზრდილი. შემთხვევა ნონგბუალამპჰუს პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი Thai PBS ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი სამსახურიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის ყოფილი სერჟანტი პანია კჰამრაპი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. როგორც გაირკვა, ყოფილი პოლიცეილი სახლში მივიდა, სადაც მოკლა ცოლი და შვილი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

თავდასხმის მოტივებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე