მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას - ჯანაშია

საქართველო, თბილისი - 13:06 | 06.10.2022
ნანახია: 362

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ „ვივა მედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ჯანაშიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უმძიმესია. 

„ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ელოდება მასთან ამერიკელი ნობელიანტი ექიმის შეშვებას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ნებართვას არ აძლევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე