ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 06.10.2022
ნანახია: 203

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. მაშველებს მოქალაქეები ნანგრევებიდან ამოჰყავთ.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში, სულ მცირე, 5 ადამიანი იყო მოყოლილი.  

სტარუხის ცნობით, მაშველებმა ადგილიდან ბევრი ადამიანი გაიყვანეს - მათ შორის, 3 წლის გოგო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა და თავშესაფრებში დარჩენა ურჩია, რადგან, მისი სიტყვებით, სარაკეტო თავდასხმის გამეორების რისკი არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე