შვედმა დეპუტატმა ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად ევროპარლამენტში თმა მოიჭრა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 05.10.2022
ნანახია: 322


შვედმა ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტში, ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა.

„ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, -  განაცხადა  ცენტრისტული პარტიის წევრმა, აბირ ალ საჰლანიმ სიტყვით გამოსვლისას სტრასბურგში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირანში დემონსტრაციები 16 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის "მორალის პოლიციამ" დააკავა და სცემა. ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე