ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო - სერჰი გაიდაი

საქართველო, თბილისი - 15:01 | 05.10.2022
ნანახია: 433

ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა დამპყრობლებისგან - ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ ტელეგრამის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისა და რუსი ოკუპანტებისაგან", - ამბობს ის.

ჰაიდაი არ აკონკრეტებს გათავისუფლების დასახელებებს. მან ხაზი გაუსვა ტერიტორიის განაღმვის აუცილებლობას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დასახლება კრემინნაიაში, ოკუპანტები ნაღმებს გამიზნულად ტოვებენ 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე