ნიკა გვარამიას სასამართლო დასრულდა - მომდევნო პროცესი სააპელაციომ 11 ოქტომბერს ჩანიშნა
საქართველო, თბილისი - 19:34 | 04.10.2022 ნანახია: 603
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით კოლეგიის წინაშე წარდგნენ, თუმცა დაცვის მხარემ ვერ მოასწრო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა, ამის გათვალისწინებით, შემდეგი სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა, სადაც დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. სასამართლოს მიმართავს ნიკა გვარამიაც.
24 ოქტომბერს, კი მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, რომლის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავა, თუმცა უცნობია როდის გამოაცხადებს მეორე ინსტანცია თავის გადაწყვეტილებას- გავა სათათბიროდ, თუ ადგილზე მიიღებს მას.
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველის დიტო საძაგლიშვილის თქმით, "პროკურატურა ისევ ცდილობს თეთრზე შავის მტკიცებას", თუმცა მისი თქმით, აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი პოლიტიკურია.
"ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში, მათ შორის იმ პერიოდში რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი რუსთავი 2 იყო ყველაზე წარმატებული ტელეკომპანია და მას გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა მიღებული ვიდრე ახლანდელი მენეჯმენტისპირობებში იღებს ეს კომპანია, რაც ცხადია მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე, ხოლო რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომლის გამოც საერთოდ საპატიმროში იმყოფება საერთოდ აბსურდული და სასაცილოა...
დღეს პროკურორებმა წყენით თქვენს, რომ თითქოს რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია ხდება მაგრამ კი, ნამდვილად ასეა საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ნიკა გვარამია ციხეში იმყოფება, კომპანიის საკუთრებაშია არსებული ავტომობილის, პირადი მიზნების გამოყენებისთვის, ეს არის ბრალდების ფაბულა და თან არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას ეხება და ამ კომპანიის დამფუძნებლები სასამართლოს ჩვენებას აძლევენ, რომ არა თუ პრეტენზია არ გააჩნიათ და მათი თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი...
ცხადია, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეს არ გააჩნია და უბრალოდ პოლიტიკური მოტივით ნიკა გვარამია განწესებულია საპატიმროში. " ამბობს საძაგლიშვილი
რაც შეეხება მოლოდინს, ადვოკატი ამბობს, რომ არც მეორე ინსტანციის მოსამართლეები იქნებიან პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















