ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 19:05 | 04.10.2022
ნანახია: 323

ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით უკავშირდება „ქართულ ოცნებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე