თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:55 | 02.10.2022
ნანახია: 256

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას სვანეთის სათემო რადიო ავრცელებს. მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.

დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით, მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ვერტმფრენიც არ ჰყავს.

ამჟამად მიმდინარეობს ცხედრების გამოყვანის სამუშაოები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე