დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 10:37 | 01.10.2022
ნანახია: 432

ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული პირველ და 2 ოქტომბერს იმართება.

„თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე ჩატარდება.

„პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

ამასთან, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

„თბილისობის“ სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე