ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს. იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც - ზურა ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 19:32 | 30.09.2022
ნანახია: 299

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ იგივე უნდა მოითხოვოს საქართველომაც.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის.

"ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს

დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით

როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ

საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ

ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის

რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე