პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

საქართველო, თბილისი - 10:11 | 30.09.2022
ნანახია: 314

რუსეთის დიქტაქტორმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ. 

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ რა ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებაც.

ამასთან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში დღეს, 30 სექტემბერს გაიმართება.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები გამართა.

უკრაინა და დასავლეთი „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე