პუტინსა და ლუკაშენკას მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:02 | 29.09.2022
ნანახია: 285

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, - ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ეს თემები განხილული არ ყოფილა“, - თქვა პესკოვმა.

 „ეს აბსლუტურად შიდა საკითხია, ბელარუსის სუვერენული უფლებაა და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი მეგობრები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პესკოვმა.

28 სქტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე