ამხანაგმა ლუკაშენკომ, როგორც ჩანს სხვა გზა აირჩია და ესაა წითელი ხაზი - გიორგი ამილახვარი

საქართველო, თბილისი - 15:14 | 29.09.2022
ნანახია: 264

ამხანაგმა ლუკაშენკომ, როგორც ჩანს სხვა გზა აირჩია და ესაა წითელი ხაზი, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ბელარუსის ე.წ. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტთან" დაკავშირებით.

"მან [ლუკაშენკომ] დაარღვია დეოკუპაციის შესახებ კანონი. მეორე მხრივ, გააკეთა ისეთი ქმედება, რომელიც ჩვენთვის წყალგამყოფია ნებისმიერ ქვეყანასთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ესაა უკიდურესად შემაშფოთებელი და დასაგმობი. ჩვენ, ბუნებრივია, დიპლომატიური არხებით გავაგრძელებთ მუშაობას პირველ რიგში არაღიარების პოლიტიკისთვის, მაგრამ ამხანაგმა ლუკაშენკომ, როგორც ჩანს სხვა გზა აირჩია და ესაა წითელი ხაზი", - თქვა დეპუტატმა.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე