მიშიზმი - ვენერიული დაავადება - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:38 | 29.09.2022
ნანახია: 327

მიშიზმი – ვენერიული დაავადება. ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო ნაცმოძრაობა დაიბრუნებს ტერიტორიებსო. – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"მიშიზმი - ვენერიული დაავადება.

ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო ნაცმოძრაობა დაიბრუნებს ტერიტორიებსო.

ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.

P.S. აი ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი.
ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ - როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?" - წერს ჩერგოლეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე