ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს - სვეტლანა ციხანოვსკაია

საქართველო, თბილისი - 09:28 | 29.09.2022
ნანახია: 273

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" ემიანება.

ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და ამბობს, რომ ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს.

„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე