ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რასაც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 20:18 | 28.09.2022
ნანახია: 312

აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რასაც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე