კუბაში, რეფერენდუმზე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 28.09.2022
ნანახია: 282

კუბაში, ეროვნულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამ ქორწინებაში მყოფი პირების მიერ შვილად აყვანის შესაძლებლობას.

ინფორმაციას Reuters კუბის ცენტრალურ საარჩევნო კომისიზე დაყრდნობით ავრცელებს.

3,9 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (66,9%) მხარი დაუჭირა საოჯახო კოდექსის რატიფიცირებას, მაშინ როცა 1,95 მილიონმა ადამიანმა (33%) რატიფიცირებას ხმა არ მისცა.

 „სამართლიანობამ გაიმარჯვა“, - დაწერა ტვიტერში კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა.

100-გვერდიანი საოჯახო კოდექსი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და სამოქალაქო კავშირების ლეგალიზებას ახდენს, ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას აძლევს, ასევე ხელს უწყობს საოჯახო უფლებებისა და მოვალეობების თანაბარ განაწილებას მამაკაცებსა და ქალებს შორის.

საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ხმის მიცემის მქონე 8,4 მლნ კუბელის 74 პროცენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე