საზღვარს არ ჩავკეტავთ, რადგან რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:16 | 27.09.2022
ნანახია: 345

საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ, - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოები ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს. ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა", - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე