საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 12:29 | 27.09.2022
ნანახია: 408

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ რიგები დგას, გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს, გვეხმარება უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაურის აზრით, ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება.

„მე ვიტყოდი, რომ უკვე პიკზეა მისული და რთულია, რიგები დგას ჩვენს მხარეზეც. ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს აქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. მათ შორის, გვეხმარება უსაფრთხოების სამსახურიც. უნდა ვთქვათ, რომ პიკზე ვართ. ამაზე მეტი აღარ მგონია, გაიზარდოს შემომსვლელთა რაოდენობა. ფიზიკურად ვერ გავატარებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე