საქართველოში ბიბლიური ტურისტული მარშრუტი ამოქმედდება
საქართველო, თბილისი - 17:12 | 26.09.2022 ნანახია: 646
25 სექტემბერს, ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლმა“ თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ფართო საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი წარუდგინა.
სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტში ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, ისრაელელი ბიზნესმენები, ტურისტული კომპანიები, სტუდენტები, ლექტორები, ებრაული ორგანიზაციები და მედია.
მარშრუტი შეთანხმებულია ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ), მარშრუტის ძირითადი, კავკასიის მიმართულება კი ევროკავშირის პროგრამის ნაწილია.
ახალი მარშრუტის მიზანია ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის და AEPJ-ის სახელით წარმოდგენილი იქნეს მსოფლიო ტურისტულ გამოფენებზე.
ისრაელის სახლის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, ეს არის სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც იწყება იერუსალიმში და კავკასიის - საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით მთავრდება იერუსალიმში, ჰერცელის მთაზე. მაშსში საქართველოს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი; ვიზიტორები ეწვევიან მცხეთას, თბილისს, ონს, ლაილაშს, ახალციხეს, ქუთაისს, კულაში და სხვა ლოკაციებს. ბიბლიური მარშრუტი გათვლილია ახალ სეგმენტზე. ის მოიზიდავ ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ახალ ნაკადს. დღევანდელი პრეზენტაცია კი საბოლოოდ ემსახურება საქართველო-ისრაელი და მსოფლიო ებრაელობის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
პარლამენტში ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის თქმით, „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებული ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იგეგმება ევროპის ქალაქებში, ეს კი კიდევ უფრო მეტ მოცივაციას მისცემს მსოფლიო ებრაელობას, დაინტერესდნენ და გაიარონ ეს მარშრუტი. იგი 7-დღიანი იქნება და აქედან რამდენიმე დღე საქართველოში ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობას დაეთმობა.
მიქანაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და „ისრაელის სახლს“ მარშრუტის შექმნის ინიციატივისთვის.
ღონისძიების მონაწილეების ისრაელიდან სიტყვით მიმართა ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა. მისი თქმით, ის თავად იქნება ამ მარშრუტის პირველი ვიზიტორი.
დავიდ ბიტანმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს, საქართველოს პარლამენტს ისრაელელი მოქალაქეების მხარდაჭერისა და ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაციაში მონაწილეობისთვის.
ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა დაპატიჟა ისრაელში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, რაც, მისი თქმით, გააძლიერებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს.
ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ჩიკვაიძის თქმით, ის ბედნიერია, რომ მისი მერობისას ონს შეემატა კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა - დაიდგა ქართველი შინდლერის სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი, რომელიც მალევე ტურისტულ ატრაქციად იქცა.
„ისრაელის სახლი“ AEPJ-ის წევრი ორგანიზაციაა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ოფიციალურად კურირებს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.
დაგეგმილია გიდების მომზადება, რომლებიც ვიზიტორებს ისტორიულ ჭრილში დაწვრილებით მოუყვებიან პირველი და მეორე ტაძრის ეპოქებიდან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოსა და აზერბაიჯანში ებრაელთა შემოსვლის, განსახლების, მიგრაციების, ყოფის და ბოლოს, სამშობლოში დაბრუნების შესახებ. მარშრუტი დაიწყება იერუსალიმიდან, გაგრძელდება მცხეთაში, მოიცავს თბილისს, შემდეგ აზერბაიჯანს (ბაქო, კუბა), შემდეგ ისევ საქართველოს - ონს, ლაილაშს და რეგიონს, თბილისის და ბოლოს იერუსალიმს. ისტორიული ექსკურსი მოიცავს თითქმის 3-ათასწლიან პერიოდს ბიბლიური მეფე დავითის მმართველობიდან, ებრაელთა სამშობლოდან იძულებითი დევნილობის ხანასა და ალიას. ამიტომ „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებულ ახალ მარშრუტს პირობითად, შეიძლება, ეწოდოს „იერუსალიმიდან იერუსალიმამდე“.
ბიბლიური მარშრუტი პოპულარიზაციის მიზნით, „ისრაელის სახლი“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასაც მიმართავს.
მ.წ. 7 ნოემბერს დაგეგმილია ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იერუსალიმში, ხოლო 18 დეკემბერს, ხანუქას, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, მარშრუტს პირველი მონაწილეები გაივლიან. გაისად კი დაგეგმიალია მარშრუტის ევროპის ქვეყნებში წარდგენა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















